კომპანიის შესახებ

საკონსულტაციო კომპანია ალექსანდრემ არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი საქართველოს აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურების ბაზარზე. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მუდმივი წარმატება ამ სფეროში - ეს ბიზნესის მართვის ჩვენი ფილოსოფიის შედეგია.

დასახული მიზნების მიღწევა, მომსახურების მუდმივად სრულყოფადი ხარისხის პირობებში - აი ის, რასაც ჯგუფი ეყრდნობა თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ღრმად გვწამს, რომ პროფესიონალიზმი, პატიოსნება, დამკვეთთა მიმართ ყურადღება და კონფიდენციალობის პატივისცემა არის ის პრინციპები, რამაც ჩვენი სტაბილური განვითარების საფუძველი შექმნა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დამკვეთმა რეალურად იგრძნოს ჩვენი მომსახურების შედეგი.



ალექსანდრე სომხიშვილი
კომპანიის დამფუძნებელი
საკონსულტაციო კომპანია ალექსანდრე დაარსდა 1995 წლის სექტემბერში ძირითადი მიზნით - დაეხმაროს კომპანიებს ბიზნეს-პრობლემების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს მათ წარმატებას საქართველოს საქმიან გარემოში.

საკონსულტაციო კომპანია ალექსანდრე მომსახურებას უწევს, საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ ძირითად სფეროში მომუშავე კომპანიებს, როგორებიცაა:
  • ენერგეტიკა
  • მრეწველობა
  • სადაზღვევო საქმიანობა
  • ტრანსპორტი და კომუნიკაციები
  • მშენებლობა
  • მედიცინა
  • ვაჭრობა და მომსახურება
1996 წლის აგვისტოდან კომპანიამ დამკვეთებს შესთავაზა ბაზრისთვის სრულად ახალი მომსახურება - ყოველთვიური ან ყოველკვარტალური შიდა საფინანსო აუდიტი, რამაც საშუალება მისცა კომპანიებს მინიმუმამდე დაეყვანათ შეცდომათა ალბათობა და გაეუმჯობესათ საფინანსო საბუღალტრო და ბიზნეს-პროცედურები.

1997 წლის აპრილში, პირველმა საქართველოში შექმნა საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტი, რათა უფრო გაეფართოებინა კომპანიის პროფესიონალური ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება. კომპანიას დღემდე შენარჩუნებული აქვს ლიდერის პოზიცია საბუღალტრო მომსახურების სფეროში, რაც განპირობებულია საქართველოს ბაზარისთვის მორგებული და მრავალი წლის მანძილზე დახვეწილი, გამოცდილი მომსახურების სისტემის შემუშავება-დანერგვით.

1998 წლის იანვარი. საერთაშორისო ინვესტიციების და ეკონომიკური ცენტრის მიერ საქართველოში ჩატარებული ერთად-ერთი გამოკითხვის შედეგებით, კომპანია ალექსანდრე 1997 წლის საუკეთესო აუდიტორულ კომპანიად დასახელდა.

1998 წლის დეკემბერი. გენერალური ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ კომპანია ალექსანდრესა და Ernst&Young შორის - საქართველოს ბაზარზე პირველი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ქართულ და უცხოურ აუდიტორულ კომპანიებს შორის.

Ernst&Young-თან ერთად კომპანია ალექსანდრეს განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები:
  • მუნიციპალური განვითარების ფონდი
  • მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო ცენტრი
  • სატყეო მეურნეობის განვითარების ფონდი
  • საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია
  • თბილისის აეროპორტი
  • შპს “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია”
2003 წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანია ალექსანდრემ Grant Thornton International-თან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 10 პროექტის აუდიტში საქართველოში

საკონსულტაციო კომპანია ალექსანდრე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომსახურების ხარისხს, რომლის უმაღლესი დონე ეჭვს არ იწვევს გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ 2002 წლის ოქტომბრის თვეში ალექსანდრეს სამმა თანამშრომელმა გაიარა წვრთნისა და სერთიფიცირების კურსი, რომელიც “TUV Suddeutschland”-მა ჩაატარა. მათ მიეცათ „ხარისხის მართვის სისტემების შიდა აუდიტორის სერთიფიკატი“, ხოლო კომპანიას, 2004 წელს, მიენიჭა მომსახურების ხარისხის ISO 9001:2000 სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი.