+995 32 244 0004
info@alexandre.ge
Cveni 22 wliani gamocdileba Tqvens samsaxurSi
კომპანიის შესახებ წევრობა ხარისხი მიღწევები მენეჯმენტი
კომპანიის შესახებ

 

საკონსულტაციო ჯგუფი  "ალექსანდრე"  წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან  ქართულ კომპანიას აუდიტისა და საგადასახადო-სამართლებრივი კონსულტაციების ბაზარზე, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს  მრავალი წლის განმავლობაში და გამოირჩევა საიმედოობის მაღალი ხარისხითა და კარგი პროფესიული იმიჯით.

 

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ 2017 წელს ჩვენთვის გადმოცემული "Golden Medal"-ით  (კრიტერიუმი - "მართვის ეფექტიანობა")

 

 

2017 წლიდან საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე" გახდა აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიათა საერთაშორისო ქსელის SFAI -ს ნამდვილი წევრი.

 

საკონსულტაციო ჯგუფ "ალექსანდრე"-სა და საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია  Ernst & Young-ს შორის მოქმედებდა ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც იმ დროისთვის საქართველოს ბაზარზე წარმოადგენდა პირველ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ ქართულ და უცხოურ აუდიტორულ კომპანიებს შორის.

 

საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე"  ასევე მჭიდროდ თანამშრომლობდა ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით  მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია   Grant Thornton - თან.  

 

საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე"  აქტიურად თანამშრომლობს და გაწევრიანებულია  პროფესიულ ორგანიზაციებში.

 

 

საკონსულტაციო ჯგუფ "ალექსანდრე"-ს დღემდე შენარჩუნებული აქვს ლიდერის პოზიცია საბუღალტრო მომსახურების სფეროში, რაც განპირობებულია საქართველოს ბაზრისთვის მორგებული და მრავალი წლის მანძილზე დახვეწილი, გამოცდილი მომსახურების სისტემის შემუშავება-დანერგვით. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც შესთავაზა ქართულ ბაზარს აღნიშნული მომსახურება და დღემდე წარმატებით ახორციელებს სრულ ბუღალტრულ მომსახურებას უცხოური და ქართული კომპანიებისათვის.

 

საგადასახადო კონსულტაციები სამართლიანად არის მიჩნეული ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ.

 

 

ჩვენი ჯგუფი დამკვეთს მომსახურებას სთავაზობს სამი დეპარტამენტის მეშვეობით:

 

                             აუდიტის დეპარტამენტი;
                          საგადასახადო და იურიდიული კონსულტაციების დეპარტამენტი;
                                    ბუღალტრული მომსახურების დეპარტამენტი.


 

დაარსების დღიდან აკონსულტაციო ჯგუფმა "ალექსანდრე" -მ ფართო სპექტრის პროფესიული მომსახურება გაუწია  400-ზე მეტ კომპანიას. ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ დამკვეთთან და ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეები შეესაბამება მათ სპეციფიკურ მოთხოვნებს.

 

 

საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე"  მომსახურებას სთავაზობს როგორც ბაზარზე არსებულ ბიზნეს-ლიდერებს, აგრეთვე მათ,  ვინც მხოლოდ ახლა შემოდის საქართველოს ბაზარზე. 

 

 

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ პროფესიონალიზმი, ეთიკის კოდექსის პატივისცემა, დამკვეთის მიმართ გამოჩენილი ყურადღება და კონფიდენციალურობა - არის ის უმთავრესი ძირითადი პრინციპები, რაც ჩვენი კომპანიის სტაბილური განვითარების საფუძველს ქმნის.


 










პარტნიორები