+995 32 244 0004
info@alexandre.ge
Cveni 22 wliani gamocdileba Tqvens samsaxurSi
აუდიტი ბუღალტერია კონსულტაცია
ბუღალტერია

 

 

 

მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სულ უფრო მეტი და მეტი მენეჯერი ღებულობს გადაწყვეტილებას თავისი კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტერიის წარმოება ანდოს ასეთი მომსახურების მომწოდებელ პროფესიულ ფირმებს.


საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე"   ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც დანერგა საქართველოში და უკვე ოცზე მეტი წელია წარმატებით ახორციელებს მსხვილი და საშუალო კომპანიების სრულ ბუღალტრულ მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების დროს კლიენტის ერთადერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს კომპანიის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების შექმნა, დანაჩენზე კი ზრუნავს ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი.

 

ბუღალტრული აღრიცხვის გარეთ გატანა, კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ კომპანიის ძირითად საქმიანობაზე და არ დახარჯოს დრო საბუღალტრო-საგადასახადო საკითხების (პრობლემების) გადაწყვეტაზე. კომპანიის მენეჯმენტს საშუალება ეძლევა მაკონტროლებელი ორგანოების (საგადასახადო ორგანოების) წარმომადგენლებთან ურთიერთობა ანდოს პროფესიონალებს და მაქსიმალურად დააზღვიოს შესაძლო საგადასახადო რისკები.

 


საბუღალტრო მომსახურება მოიცავს შემდეგს:

 

 

კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;

 

კლიენტის მიერ მოწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება და მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;

 

გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;


საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმების მომზადება-წარდგენა;


კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე;


კლიენტის მენჯმენტისა და აქციონერებისთვის (პარტნიორებისათვის)  ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგების ფორმების მომზადება;


სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია სრული ბუღალტერიის წარმართვისთვის საქართველოში მოქმედი და აღიარებული ადგილობრივი და საერთოშორისო სტანდარტების შესაბამისად;


არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, ბუღალტერიის აღდგენა (მათ შორის კონსულტაციების გაწევა დამკვეთთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით);


დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წარმოება და აღრიცხვა, შესაბამისი დეკლარირების ჩათვლით; 


ასევე სხვა ცალკეული ბუღალტრული მოდულების განხორციელება დამკვეთის მოთხოვნისამებრ; 


კონსულტაციების გაწევა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენასთან დაკავშირებით;


ფინანსური ანგარიშგების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს-ით), მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს-ით.


საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა მისი გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას.

 



პარტნიორები