+995 32 244 0004
info@alexandre.ge
Cveni 22 wliani gamocdileba Tqvens samsaxurSi
აუდიტი ბუღალტერია კონსულტაცია
კონსულტაცია

ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ დამკვეთის საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან თითოეულ ასეთ გადაუწყვეტელ პრობლემას შესაძლებელია თან სდევდეს შესაძლო ფინანსური სანქციები. იმის გამო, რომ საქართველოში არსებული საგადასახადო საკანონმდებლო ბაზა რთული და რიგ შემთხვევებში წინააღმდეგობრივია, კლიენტს უჭირს ცალსახა და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება. გუნდური მუშაობის პრინციპზე დამყარებული ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ დამკვეთებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ხშირად არაორდინალური, მაგრამ მაქსიმალურად არგუმენტირებული გადაწყვეტილება.


საკონსულტაციო ჯგუფ "ალექსანდრე"-ს დამკვეთთა საგადასახადო საკითხების (პრობლემების) გადაჭრაში 
ტრადიციულად ძლიერი პოზიცია უჭირავს და მის დათმობას არც მომავალში აპირებს.


პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დამკვეთს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:

 


                      კონსულტაციები საგადასახადო, სამეწარმეო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე (ბიზნეს-სამართლებრივ ჭრილში);


                 ხელშეკრულებების მომზადება და ექსპერტიზა (საგადასახადო დაბეგვრის საკითხების გათვალისწინებით);


                 კლიენტის ინტერესების დაცვა საგადასახადო ორგანოებში და მესამე პირების წინაშე;


                 სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შედგენასა და ფირმის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;


                 გადასახადების ოპტიმიზაცია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 



პარტნიორები